19 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინეს

  16:54:40     19-07-2017

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მისმა ადვოკატმა, ოლგა გეჯაძემ წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. 

როგორც გეჯაძემ განაცხადა, აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სთხოვა, რომ მედიასთან მისი პოზიციის შესახებ არ ისაუბროს, ამიტომ უცნობია, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს. 

„დაახლოებით ერთი საათის წინ წაუყენეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც მკვლელობას გულისხმობს. აღიარებს თუ არა ბრალს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. მთხოვა, მისი პოზიცია არ დავაფიქსირო“, - განაცხადა ოლგა გეჯაძემ. 

შეგახსენებთ, 19 წლის გოგო თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 16 ივლისს მოკლეს. სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მისი ბიძაშვილი დააკავეს.