აშშ-მა ახალი ლაზერული იარაღი გამოსცადა

  12:20:33     19-07-2017

СNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა სპარსეთის ყურეში ლაზერული იარაღი გამოცადეს. ტელეკომპანიის წარმომადგენლები ამ ფაქტს თავად აკვირდებოდნენ.

სამხედროებმა სპეციალურად გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ლაზერული სისტემა მოქმედებს 50-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა.

ცდის შემდეგ დადგინდა, რომ ეს არ არის საექსპერიმენტო იარაღი, ის მზად არის სრულფასოვანი გამოყენებისთვის.

ლაზერული იარაღი უხმოა და მისი დანახვა შეუძლებელია სპეციალური მოწყობილობების გარეშე. მისი ფასი 40 მილიონი დოლარია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალები უკვე მუშაობენ მეორე თაობის ლაზერულ იარაღზე, რომელსაც რაკეტების განადგურება შეეძლება.