19 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს
11:06:45     19-07-2017
19 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
ოლგა გეჯაძისთვის გაუგებარია, რატომ გავრცელდა ინფორმაცია ბრალის აღიარების შესახებ. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულს მისი თანდასწრებით აღიარებითი ჩვენება არ მიუცია.
განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. გამოძიების ინფორმაციით, მან თავის მამიდაშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ის მეორე დღეს, ფოთში დააკავეს.
ისინი თბილისში სწავლობდნენ და ნათესავის სახლში ერთად ცხოვრობდნენ.