თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მე-5 სართულიდან გადმოვარდა

  09:48:59     19-07-2017

თელავში, ალაზნის გამზირზე მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი გამთენიისას ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

მეზობლების თქმით, ამ დროს სახლში მხოლოდ გარდაცვლილის ბებია იმყოფებოდა, რომლის ყვირილმაც გამოაღვიძათ და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. 

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.