შავი ზღვის სანაპიროზე მკვდარი დელფინები ზღვამ ისევ გამორიყა
17:26:02     18-07-2017
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 18 ივლისს ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის რამდენიმე შემთხვევა ისევ დაფიქსირდა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით, რომელიც შავ ზღვაშია გავრცელებული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს. 2017 წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის უკვე 70-მდე ფაქტი დაფიქსირდა. 2011 წელს - 111, 2012 წელს - 173, ხოლო 2016 წელს - 77. აღსანიშნავია, რომ წელს უკრაინის სანაპირო ზოლში დელფინების გამორიყვის 190 შემთხვევა დაფიქსირდა.
გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ლაბორატორიებთან, რათა დეტალურად იქნეს შესწავლილი დელფინთა სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზები. სანაპირო ზოლში დელფინთა გამორიყვის ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში სააგენტო სთხოვს მოსახლეობას დაუკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153