ხორვატიაში, სპლიტის შემოგარენში 12 საათზე მეტია ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ
12:23:24     18-07-2017
ხორვატიის ქალაქ სპლიტის შემოგარენში, უკვე თორმეტი საათია, რაც ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია 400-მდე მეხანძრე, რომელიც ცეცლის ლოკალიზებას ცდილობს.
რაც შეეხება მსხვერპლს, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. ვრცელდება ინფორმაცია 64 წლის კაცის დაღუპვის შესახებ, თუმცა დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიზეზი. ბოლო ინფორმაციით, კაცი კვამლისგან გაიგუდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე საათის წინ ევროპელ პარტნიორებს დახმარების თხოვნით მიმართა.