![ვენესუელაში პოლიტიკურ კრიზისს 7 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ვენესუელაში პოლიტიკურ კრიზისს 7 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა](http://presa.ge/img/multimedia/a68994.jpg)
ვენესუელაში პოლიტიკურ კრიზისს 7 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
11:43:00     18-07-2017
ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისია, შეინიშნება ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც ხელისუფლება უდანაშაულო ამომრჩევლების მიმართ ახდენენ. აღნიშნულ ფაქტს ტრამპის ადმინისტრაცია ეხმაურება.
"შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება. ვგმობთ ძალადობას, რომლის პროვოცირებასაც ხელისუფლებაში მყოფი პირები უდანაშაულო ამომრჩევლების მიმართ ახდენენ. ასევე, ვგმობთ, ხელისუფლების მცდელობას, დაანგრიოს ქვეყანაში არსებული დემოკრატია"-აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი შონ სპაისერი.
გუშინ ვენესულაში რეფერენდუმი ჩატარადა, რომელშიც 7 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. რეფერენდუმს ოპოზიცია არ აღიარებს. .
აპრილის დასაწყისიდან ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ოპოზიციურ ნაციონალურ ასამბლეას უფლებები შეუზღუდა. ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით გაუქმდა, თუმცა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს სასამართლოს წევრების გადადგომის და ვადამდელი არჩევნების გამართვის მოთხოვნით.
13 ივნისს, ვენესუელაში დემონტრანტებმა უმაღლესი სასამართლოს შენობა დაწვეს.ბოლო მონაცემებით, საპროტესტო აქციებს 92 ადამიანი შეეწირა.
ამასთან ვენესუელაში, ხუთმა პოლიციელმა, რომლებიც ადგილობრივი ჟურნალისტის რიკარდო დიურანის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
სულ, ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით 14 სამართალდამცველია დაკავებული. პროკურატურამ გამოძიებით დაადგინა, რომ დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ, თუმცა მათ ციხიდან არ ათავისუფლებენ და ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.