ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის იორდანელ მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

  17:57:36     17-07-2017

იორდანიაში 3 ამერიკელი სამხედროს მკვლელობისთვის კაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

სამ მარიკ ალ-ტუვაიხა დანაშაულს არ აღიარებს. მისი თქმით, ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორებს იმიტომ გაუხსნა ცეცხლი, რომ ისინი ტერორისტებად მიიჩნია. მან ისიც აღნიშნა, რომ პირველად ამერიკელებმა  გაუხსნეს ცეცხლი. 

იორდანია აშშ-ის დაქვემდებარებაში მყოფი კოალიციის წევრია, რომელიც სირიასა და ერაყში ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვის. 

აშშ-ს ძალები ირანში სირიის ამბოხებულთა პატარა ჯგუფს, ასევე ერაყსა და პალესტინის უსაფრთხოების ძალებს გაწვრთნიან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იორდანიაში ამერიკელი ტრენერი მოკლეს. 

იორდანიის მთავრობამ განაცხადა, რომ პოლიციის კაპიტანი იყო პრობლემური პიროვნება.