მორიგი გატაცება - ოკუპანტებმა წითელუბნის ორი მკვიდრი დააკავეს
17:21:48     15-07-2017
მორიგი გატაცება მოხდა გორის მუნიციპალიტეტში. ოკუპანტებმა სოფელ წითელუბნის ორი მკვიდრი, ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ კაჯილოვი, სოფლის მიმდებარე საძოვარზე პირუტყვის მომწყემსვის დროს დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
ოკუპაციურმა რეჟიმმა მათ საზღვრის უკანონო კვეთაში დასდო ბრალი.
ოკუპაციურმა რეჟიმმა მათ საზღვრის უკანონო კვეთაში დასდო ბრალი.