![„არა ოკუპაციას!“ - მშვიდობიანი პროტესტი ოკუპანტების წინააღმდეგ „არა ოკუპაციას!“ - მშვიდობიანი პროტესტი ოკუპანტების წინააღმდეგ](http://presa.ge/img/multimedia/a68877.jpg)
„არა ოკუპაციას!“ - მშვიდობიანი პროტესტი ოკუპანტების წინააღმდეგ
19:06:25     14-07-2017
„არა ოკუპაციას!“ - ამ სახელწოდების მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა სოფელ ბერშუეთში. მედიის, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა.
აქციის მიზანი იყო, მსოფლიოს დაენახა საქართველოს მთავრი პრობლემა - რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაცია, რომელსაც საზოგადოება არ ეგუება.
[I=2] აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზთან ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
სამწუხაროდ, აქციაში მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ქართული ოცნების“ არც ერთი ლიდერი საოკუპაციო ხაზთან არ გამოჩენილა, რაც კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება რუსეთის მიმართ ლოიალურ პოლიტიკას ახორციელებს.
ამის შესახებ ისაუბრა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
„საქართველოს ოკუპაცია გამქრალია ყველა საერთაშორისო დღის წესრიგიდან, რომელიც არსებობს და ეს არის შედეგი. სწორედ ამ შედეგის გასაპროტესტებლად მოვიდა დღეს ეს ხალხი“, - აღნიშნა დეკანოიძემ.
საქართველოს ხელისუფლებას ამ კუთხით გააქტიურებისკენ მოუწოდა „ედპ“-ის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამაც. მისი თქმით, რუსულ აგრესიაზე დღეს უბრალო მოქალაქეები გაცილებით ადეკვატურად რეაგირებენ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება.
„ქართული ოცნების“ ზერელე დამოკიდებულება და მიდგომა აშკარაა ადგილობრივი მცხოვრებლების ყოფაზე დაკვირვებისას. გარდა იმისა, რომ ისინი კონფლიქტის ზონასთან ცხოვრობენ და შესაბამისად, ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, სოფელში ფაქტობრივად არანაირი პირობა არაა საიმისოდ, ადამიანმა სრულყოფილ მოქალაქედ იგრძნოს თავი და აქ დარჩენა მოისურვოს. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, თითქმის არარსებული სოფლის მეურნეობა... არადა, ყველას კარგად გვახსოვს დაპირებები „ქარხნების აგუგუნების“ შესახებ. ალბათ ლოგიკურია, რომ ადგილობრივებს შორის იშვიათად თუ გამოერეოდა ახალგაზრდა.
[I=3] მიუხედავად იმისა, რომ გამოჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იზრუნეს გარკვეული დისკომფორტი შეექმნათ მონაწილეებისათვის, აუცილებლად უნდა აღინიშნოს პოლიციის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც წარმატებით გაართვა თავი თითოეულმა მათგანმა. გარდა იმისა, რომ მცირე დაძაბულობები განმუხტეს, მონაწილეებს მაქსიმალურად ეხმარებოდნენ გადაადგილებაში. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება და სახანძრო...
[I=5] „ყველამ უნდა გაიგოს, რომ მტერთან კოლაბორაცია, მტერთან თანამშრომლობა ქვეყნის ღია ღალატია", - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები...
[I=4] აქციაში მონაწილეობა, კოლეგებთან ერთად, „პრესა.ჯის“, „დრონი.ჯის“ და „აიტივი.ჯის“ ჟურნალისტებმაც მიიღეს.