![იერუსალიმში სროლის შედეგად 2 პოლიციელი დაიჭრა იერუსალიმში სროლის შედეგად 2 პოლიციელი დაიჭრა](http://presa.ge/img/multimedia/a68869.jpg)
იერუსალიმში სროლის შედეგად 2 პოლიციელი დაიჭრა
16:42:57     14-07-2017
BBC-ის ინფორმაციით, იერისალიმში, სროლის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.
იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში, სამმა დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა. პოლიციამ თავდამსხმელების ლიკვიდაცია მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები იერუსალიმის ტაძრის მთასთან მეჩეთების კომპლექსის სიახლოვეს იმალებოდნენ, ეს ადგილი მუსლიმურ სამყაროში მნიშვნელობით მესამე სიწმინდეა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები 19-დან 29 წლამდე, პალესტინელები და იორდანელები იყვნენ.
ისრაელის ხელისუფლებამ ტაძართან მისასვლელი გზა ჩაკეტა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს სამწუხარო დღეა მათთვის, მან პოლიციელებს ჩადენილი გმირობისთვის მადლობა გადაუხადა.