აშშ-ის სასამართლომ, ჰავაის შტატის სასამართლოს თხოვნა დააკმაყოფილა

  16:07:18     14-07-2017

ამერიკულმა სასამართლომ ჰავაის შტატის სასამართლოს თხოვნა იმ პირთა წრის გაფართოების შესახებ, რომლებზეც არ გავრცელდება დონალდ ტრამპის განკარგულება აშშ-ში რამდენიმე ქვეყნიდან პირთა შემოსვლის აკრძალვის შესახებ დააკმაყოფილა. 

დონალდ ტრამპმა,  აკრძალული ქვეყნების სია დადგინდა, საიდანაც აშშ-ში მხოლოდ იმათ შეუძლიათ შესვლა, ვისაც ქვეყანაში მშობლები, და-ძმა, შვილები, საცოლე ან საქმრო ჰყავდათ.

ახალი განკარგულების თანახმად,   ოჯახის ახლო ნათესავებს,  ბებია-ბაბუებს, ბიძაშვილებს, შვილიშვილებს აშშ-ში შესვლის უფლება აეკრძალათ.ჰავაის სასამართლომ ჩათვალა, რომ პრეზიდენტის განკარგულებით ახლო ნათესავების წრე უნდა გაფართოებულიყო. საოლქო სასამართლოს მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებას „ჯანსაღი შეხედულება“ უწოდებდა.

აშშ-ის სასამართლომ ჰავაის მოსამართლის სარჩელი თავდაპირველად ტექნიკური ხარვეზის გამო არ დააკმაყოფილა, თუმცა წინა კვირას სარჩელში მითითებული ხარვეზი გასწორდა და იგი ისე იქნა წარდგენილი აშშ-ის უმაღლეს სასამართლოში, სადაც იგი დაკმაყოფილდა კიდეც.