The Killers – ის დრამერის სოლო ალბომი
10:55:19     04-05-2011
ჯგუფ The Killers – ის დრამერმა რონი ვანუჩიმ განაცხადა, რომ 2011 წლის 11 ივლისს, მისი სადებიუტო ნამუშევარი, სოლო ალბომი, სახელწოდებით “Big Talk” გამოვა. ალბომზე ვანუჩი 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის იანვრამდე პერიოდში მუშაობდა. 2010 წლის დასაწყისში ჯგუფმა შემოქმედებითი შვებულების შესახებ განაცხადა, რამაც დრამერს სოლო ჩანაწერზე მუშაობის შესაძლებლობა მისცა.
ალბომის პირველი სინგლი, კომპოზიცია “Getaway” გახდება. მას პუბლიკას 10 მაისს წარუდგენენ. 2011 წლის ზაფხულში კი ვანუჩი თავისი სოლო დისკის მხარდასაჭერად, რიგი კონცერტების გამართვას გეგმავს.
დღეისათვის, ჯგუფ The Killers – ის უკანასკნელი ალბომი ფირფიტა “Day & Age” - ია, რომელიც 2008 წელს გამოვიდა.