„ნარკოტიკული საშუალება ვასაძემ ჩამიდო, ყველაფერის მოტივი კი დედაჩემია“

  13:26:21     13-07-2017

სასამართლო დარბაზიდან გამოსვლისას დავით ხარშილაძემ განაცხადა, რომ მისი დაკავების მოტივი დედამისის საქმიანობა გახდა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება გირაოთი გათავისუფლების შესახებ მისთვის მოულოდნელი იყო.

„ნარკოტიკული საშუალება ვასაძემ ჩამიდო, ყველაფერის მოტივი კი დედაჩემია, ელისო კილაძის საქმიანობა.

დღევანდელ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა გადაწყვეტილება და ნამდვილად მოულოდნელი იყო. დანარჩენზე შემდგომ ვისაუბრებ“, - აღნიშნა ხარშილაძემ.