სირიის არმია შტურმისთვის ემზადება
10:50:46     04-05-2011
სირიის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე საპორტო ქალაქის, ბანიიასის შესასვლელ-გამოსასვლელები დაბლოკეს.
როგორც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ხელისუფლებამ ახლო-მახლო სოფლებში მცხოვრები, რეჟიმის მხარდამჭერი მოსახლეობა შეიარაღა. სირიის ხელისუფლებამ ქალაქის ცენტრალური ნაწილის გასამაგრებლად ჯარი გაგზავნა. “ალ-ჯაზირას” ცნობით, ბანიიასის აღმოსავლეთ ნაწილს მოხალისეები, ხოლო ჩრდილოეთს და სამხრეთს ქვეყნის შეიარაღებული ძალები შტურმით აღებით ემუქრებიან.
ცოტა უფრო ადრე, როგორც ცნობილია, სირიის ხელისუფლებამ ქალაქ დარაას წინააღმდეგ ჯარი და ტანკები გაგზავნა, რომელთა მეშვეობითაც ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. უკანასკნელ კვირეებში, სირიაში მასშტაბური აქციები პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომის მოთხოვნით მოეწყო. შეიარაღებულ ძალებსა და მოპროტესტეებს შორის შეტაკების შედეგად, ასობით ადამიანი დაიღუპა.