ავღანეთში „თალიბანის“ წევრებმა 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

  16:59:37     12-07-2017

ავღანეთში, რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ წევრებმა სამგზავრო ავტობუსში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

პროვინციის გუბერნატორის მოჰამად ნასირ მაჰრის განცხადებით, მებრძოლებმა სამგზავრო ავტობუსი გააჩერეს, შვიდი ადამიანი გამოიყვანეს და სათითაოდ მოკლეს. 

შემთხვევა  ქვეყნის დასავლეთ პროვინცია ფარაჰში მოხდა. 

უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩაატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 10 ტერორისტი მოკლეს.

ავღანეთში სიტუაცი მკვეთრად გაუარესებულია, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენაც გაძლიერდა.  თალიბანმა, რომელიც აქამდე ქვეყნის რეგიონების მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებდა, დიდ ქალაქებზე თავდასხმები დაიწყო.