![აშშ და ყატარი ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში შეთანხმდნენ აშშ და ყატარი ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში შეთანხმდნენ](http://presa.ge/img/multimedia/a68768.jpg)
აშშ და ყატარი ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში შეთანხმდნენ
10:55:59     12-07-2017
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი ყატარში ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტის მიზანი იყო, სპარსეთის ყურეში დიპლომატიური კრიზისის გამწვავების თავიდან აცილება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ კრიზისის დაწყებიდან ყატარის პოზიცია ნათელი და ლოგიკური იყო.
ვიზიტის დასრულების შემდეგ, გაირკვა, რომ აშშ და ყატარი ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში შეთანხმდნენ, ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ტილერსონმა შესაბამის შეტანხმებას მოაწერეს ხელი.
„ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი და ეს არის ტერორიზმის აღმოფხვრა, ყატარი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აღნიშნულ სფეროში აშშ-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა“- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
აღსანიშნავია, რომ ყატარის კრიზისი 5 ივნისს დაიწყო, როდესაც 6-მა არაბულმა ქვეყანამ საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ეგვიპტე, იემენი, ლიბია, მალდივის, მავრიკისა და მავრიტანიის რესპუბლიკამ, ტერორიზმის დაფინანსებისა და რეგიონში დესტაბილიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით, კატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
რექს ტილერსონი ყატარიდან საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც ყატართან შექმნილ კრიზისს საუდის არაბეთის ხელმძღვანელობასთან განიხილავს.