![„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურეს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურეს](http://presa.ge/img/multimedia/a68728.jpg)
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურეს
14:16:00     11-07-2017
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა დაჯგუფების ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილის ფაქტი დაადასტურეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „ალ სუმარიამ“ ერაყის ნაინავას პროვინციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მებრძოლებმა მოკლე განცხადება გააკეთეს და „ახალი ხალიფას“ არჩევის შესახებ განაცხადეს. იგივე წყარო „ალ სუმარიასთან“ საუბარში ამტკიცებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში შიდა დაპირისპირება დაიწყო. მისი ცნობით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მხარდამჭერების მასობრივი დაკავება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, მანამდე ლიდერის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ირანულმა მედიამ გაავრცელა. ივნისის შუა რიცხვებში კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიაზე მიტანილი ავიაიერიშის დროს მოკლეს.