ცხვრის ხორცი არაბულად
10:42:45     04-05-2011
მასალა: 130 გრამი შავი ქლიავი, კურკების გარეშე, 350 მლ. ცხელი ჩაი, 1 კილოგრამი, დაჭრილი ცხვრის ხორცი, 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, 5-6 სუფრის კოვზი დაჭრილი, ახალი ოხრახუში, ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი, ნახევარი ჩაის კოვზი კარი, მწიკვი მუსკატის კაკალი, 2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი, 1/4 ჩაის კოვზი ზაფრანა, 2 სუფრის კოვზი ცხელი წყალი, 5-6 სუფრის კოვზი თაფლი, 250 მლ. ცხვრის ან ძროხის ხორცის ბულიონი, 115 გრამი დაჭრილი, მოხალული ნუში, 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ქინძი, 3 ცალი მოხარშული, დაჭრილი კვერცხი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
ქურა 180 ცელსიუს გრადუსამდე გავახუროთ. შავ ქლიავს დავასხათ ჩაი და დავტოვოთ, ვიდრე არ გაფუვდება. შესაწვავ ფორმაში მოვათავსოთ ცხვრის ხორცი, ხახვი, ოხრახუში, ჯანჯაფილი, კარი, მუსკატის კაკალი, ქინძი, დარიჩინი, მარილი და პილპილი. სახურავი დავაფაროთ და ქურაში, ხორცის დარბილებამდე, 2 საათი გავაჩეროთ. შემდეგ დავასხათ შავი ქლიავის წვენი, ზაფრანას დავასხათ ცოტა ცხელი წყალი და ხორცს დავუმატოთ ბულიონთან და თაფლთან ერთად. თავდახურული, 30 წუთი შევწვათ, პერიოდულად ვურიოთ. შემდეგ ჩავუმატოთ შავი ქლიავი და ავურიოთ. ბოლოს ჩავაყაროთ ნუში და დაჭრილი ქინძი, გვერდით მოვათავსოთ მოხარშული კვერცხის ნაჭრები.