![ტრამპის ოჯახის რუსეთთან კავშირის შესახებ ახალი ცნობები გამოჩნდა ტრამპის ოჯახის რუსეთთან კავშირის შესახებ ახალი ცნობები გამოჩნდა](http://presa.ge/img/multimedia/a68674.jpg)
ტრამპის ოჯახის რუსეთთან კავშირის შესახებ ახალი ცნობები გამოჩნდა
12:24:07     10-07-2017
ტრამპის შვილი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ იურისტს ნატალია ვესელნიცკაიას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეხვდნენ.
მოლაპარაკებების შესახებ ტრამპის შვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვესელნიცკაიასთან შეხვედრა მას ახლობელმა შესთავაზა და უთხრა, რომ იურისტი სასარგებლო ინფორმაციას ფლობს.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების დასაწყისში ვესელნიცკაიამ თქვა, რომ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რუსეთთან დაკავშირებული პირები დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტს აფინანსებენ და ჰილარი კლინტონს უჭერენ მხარს“.
დონლად ტრამპის შვილთან შეხვედრის ფაქტს თავად ვესელნიცკაიაც არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ მოლაპრაკებების დროს „საარჩევნო კამპანია“ არ განხილულა.
ნატალია ვესელნიცკაია „მაგნიტსკის კანონის“ მოწინააღმდეგეა და მის გაუქმებას ლობირებს. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ იურისტის კლიენტებს შორის არიან მსხვილი რუსული სახელმწიფო კომპანიები, თუმცა პუბლიკაციაში ვესელნიცკაიას კრემლის მაღალჩინოსნებთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები მოყვანილი არ არის.