ფოთის ბაზრობაზე ხანძრის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო

  11:48:04     10-07-2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძარი ფოთის ბაზრობაზე დღეს დილით გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე განთავსებულია 50-მდე მაღაზია და 144-მდე დახლი. სულ ხანძრის ჩაქრობას 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, მათ შორის, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსული სახანძროები.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.