ფოთში ერთ-ერთმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა

  11:07:39     10-07-2017

ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა. 

40 წლამდე ქალი  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

თვითმხილველების თქმით, მოვაჭრეს დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად ყველაფერი დაეწვა.