ნატახტარი-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ღვარცოფი მოვარდა

  17:33:09     07-07-2017

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ნატახტარი-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრზე, სოფ. მუგუდასთან ღვარცოფული პროცესი გააქტიურდა, რის შედეგადაც საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეწყდა. 

ანალოგიური პროცესი განვითარდა აღნიშნული გზის 65-ე კმ-ზე, რასაც მოჰყვა ჯომარდობის ბაზისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტის დაზიანება. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს და შეაფასეს პროცესი, რის შედეგადაც შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს.

ამ ეტაპზე საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.