შეთანხმება კვიპროსის მშვიდობისა და გაერთიანების შესახებ უშედეგოდ დასრულდა
14:03:18     07-07-2017
უკანასკნელი მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავდა კვიპროსის ხელახლა გადაბირებას, გარიგების გარეშე დასრულდა.rnrnგაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერსმა ჟურნალისტებს განუცხადა: "ყველა დელეგაციისა და სხვადასხვა მხარის ძალიან ძლიერი ვალდებულებისა და მონაწილეობის მიუხედავად, კვიპროსის კონფერენცია დაიხურა შეთანხმების გარეშე“.rnrnშვეიცარიაში გაეროს მიერ მხარდაჭერილი მოლაპარაკებების რაუნდი, რომელიც იანვარში დაიწყო, ორი ქვეყნის ფედერაციისკენ გადაადგილების საუკეთესო შანსი იყო. მიუხედავად პროგრესის ზოგიერთი ნიშნისა მოლაპარაკებები ისევ ჩიხში დარჩა.rnrnკვიპროსის კონფლიქტი ერთ-ერთი ყველაზე ძველია თანამედროვე ევროპის ე.წ. გაყინულ კონფლიქტებს შორის. კონფლიქტის სუბიქტებად ოფიციალურად სახელდება ჩრდილოეთ კვიპროსის თვითგამოცხადებული თურქული რესპუბლიკა და სამხრეთ კვიპროსის ბერძნული სახელმწიფო, მაგრამ ძირითადი პოლიტიკური კლიმატის შემქმნელი ირიბი მოთამაშეები, თურქეთი და საბერძნეთი არიან. კონფლიქტის ძირითად ობიექტს ტერიტორია წარმოადგენს, რომელიც თურქული მხარის მიერ არის ოკუპირებული. rnrnკვიპროსის პრობლემა, უშუალოდ ბერძნებსა და თურქებს შორის ისტორიულად არსებული წინააღმდეგობების საფუძველზე წარმოიშვა. იგი მნიშვნელოვნად განპირობებული იყო წინარე ეპოქაში შექმნილი საერთაშორისო-პოლიტიკური ვითარებით. ყოველივე ეს, ერთად აღებული არაერთ წინააღმდეგობას ქმნიდა და დღემდე შეინარჩუნა თავისი პრობლემური და კონფლიქტური ხასიათი.