ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტამდე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

  13:46:07     07-07-2017

ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“   სამიტის დაწყებამდე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.

აქციაში მონაწილეობას 12 000-ზე მეტი  მოქალაქე იღებდა.  დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს  ბოთლები და ქვები დაუშინეს, საპასუხოდ კი პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკების დროს დაშავდა 74 პოლიციელი, ექიმების ცნობით, 15 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. 

„დიდი ოცეულის“ სამიტი ჰამბურგში დღეს გაიხსნება, რომლის უსაფრთხზოებაზე  20 ათასი სამართალადამცველი იზრუნებს.