ყაჩაღობა ხობში - ნიღბიანებმა ოჯახიდან თანხა გაიტაცეს

  12:30:33     07-07-2017

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში კვირკვიების ოჯახში ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა. ოჯახის უფროსს დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა თავში კონდახი ჩაარტყა.

ნიღბიანმა პირებმა სახლიდან 80 ლარის წაღება შეძლეს. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.