ტრამპი და პუტინი G20 სამიტზე პირისპირ პირველად შეხვდებიან

  12:27:28     07-07-2017

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს, ჰამბურგში გამართულ სამიტზე  პირველად შეხვდება.ორივე მათგანმა განაცხადა, რომ შეხვედრის ძირითადი თემა  სირიისა და უკრაინის კრიზისი, ასევე რუსეთის ამერიკის არჩევბევში სავარაუდი ჩარევა იქნება.

სამიყში მონაწილეობას მიიღებს: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

რას უნდა ველოდოთ ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებებისგან?

ხუთშაბათს  ტრამპმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავში სიტყვით გამოსვლისას რუსეთს მოუწოდა უკრაინისა და სხვა ქვეყნების „დესტაბილიზაციის“  შეჩერებასა  და „პასუხისმგებელი ერების გაერთიანებაში“.

პუტინი  დასთანხმდა პარიზის კლიმატის შეთანხმებას და  განაცხადა, - „ეს იყო გრძელვადიანი კლიმატის რეგულირების უსაფრთხო საფუძველი და რუსეთს სურს ყოვლისმომცველი წვლილის შეტანა მის განხორციელებაში“.  

აღსანიშნავია, რომ  ვაშინგტონი მხარს უჭერს ზოგიერთ შეიარაღებულ ოპოზიციურ ჯგუფს, ხოლო მოსკოვი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მთავარ მოკავშირედ მიიჩნევს, ამიტომ განსხვავებული აზრის პოტენციალი  ლიდერებეს შორის ნამდვილად არსებობს.

განხილვის საკითხს წარმოადგენს რუსეთის აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდოუმ   G20- ს ლიდერებს მოუწოდა, რომ შთაბეჭდილება მოახდინონ  ტრამპზე , რომ მან  იმოქმედოს კლიმატის ცვლილებისთვის. 

მერკელი აცხადებს, რომ G20 სამიტი  ყურადღებას გაამახვილებს პარიზის კლიმატის გარიგებაზე, მაგრამ როგორც G20- ის მასპინძელი, ის იმუშავებს კომპრომისზე.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეი მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტ ტრამპს კლიმატის ცვლილების გამო დაუპირისპირდეს, მისი განცხადებით,  პარიზის შეთანხმება არ უნდა განახლდეს.