KING DEVID-ი რეზიდენციებს ვერ ყიდის - ემუქრება თუ არა, საფრთხე 70 მილიონიან ინვესტიციას?
14:33:36     06-07-2017
თამარ მეფის ხიდთან მდებარე მრავალფუნქციური კომპლექსი - King David-ი, შესაძლოა, დიდი კრიზისის წინაშე დადგეს.
მიუხედავად იმისა რომ მესამე თვეა რეზიდენციების გაყიდვა დაიწყო, გაყიდული რეზიდენციების რაოდენობა ნამდვილად არ გამოიყურება შთამბეჭდავად.
ოფიციალური ინფორმაციით, King David-ის თაუერები და ბიზნეს ცენტრი მიმდინარე წლის დეკემბერში გაიხსნება.
მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში, 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია დააბანდა ავსტრიულმა საინვესტიციო კომპანიამ „რეზიდ ჰოლდინგ ჯი-ემ-ბი ეიჩი“-მ, რომლის უკანაც, ერთერთი ვერსიით, რამდენიმე ქართველი ჩინოვნიკი და ბიზნესმენი დგას (ამაზე სხვა დროს).
ექსპერტთა აზრით, მოსალოდნელი კრიზისი King David-ში, შესაძლოა, მისივე დაწესებულ გრანდიოზულ ფასებსა და არასწორ კამპანიას უკავშირდებოდეს, სადაც აშკარად შეიმჩნევა არაპროფესიონალური მიდგომები...
[I=2] მაგალითად: თუ თქვენ მეორასე რეზიდენციის ყიდვას მოისურვებთ, რომელიც სულ რაღაც 105 კვადრატული მეტრია, მასში 513 ათასზე მეტის გადახდა მოგიწევთ.
ამ შემთხვევაში, თავად უნდა გადაწყვიტოთ, გიღირთ თუ არა, King David-ში მდებარე 105 კვადრატულ მეტრ რეზიდენციაში 513 ათასის გადახდა...
ხოლო 149-ე რეზიდენციის ყიდვა, რომელიც 78 კვადრატული მეტრია, 408 ათასზე მეტი დაგიჯდებათ...
ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, King David-ის ფასები ისევე განსხვავდება საქართველოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქის ფინანსური შესაძლებლობებისაგან, როგორც ნიუ იორკ სითის მე-5 ავენიუ ვარკეთილის ზემო პლატოსაგან.
რა თქმა უნდა, კერძო ბიზნესს, რომელიც თავად ქმნის და აწესებს ფასებს ბაზარზე, ვერავინ აუკრძალავს თუნდაც არასწორი, მწირი და არაკვალიფიციური კამპანიის წარმოებას, ოღონდ, არის თუ არა, ეს ფასები ერთი მხრივ, კონკურენტული და მეორე მხრივ, ხარისხის შესაბამისი, ამის შესახებ მსჯელობა ნამდვილად ღირს...
კერძოდ, თუ თქვენ იგივე ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ ევროპისა თუ ამერიკის დედაქალაქებში ბევრად უფრო კომფორტული და პრესტიჟული უძრავი ქონება, მინიმუმ ის მაინც უნდა აგიხსნან, რატომ გახდევინებენ 105 კვადრატულში 513 ათასს...
კომპანიის პოზიცია
"მოგესალმებით, ვეხმაურებით თქვენს სტატიას, ამ ეტაპისთვის King David-ში რეზიდენციების 45% გაყიდულია, ამაზე მეტყველებს გაყიდული ბინების და სართულების რაოდენობაც, რომელიც საიტზე წითლად არის მოცემული. გახსენებთ, King David-ში აქტიური გაყიდვები 2016 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მას მერე საზოგადოების ინტერესი პროექტისადმი არ ცხრება. 2017 წლის 27 ივნისს კი პროექტი ექსპლუატაციაში ჩაბარდა, რაც ლოგიკურია დადებითად აისახება გაყიდვების დინამიკაზე.
დამატებით აღვნიშნავთ რომ პროექტის დაბალ კოშკში სადაც A კლასის ბიზნეს ცენტრია განთავსებული, განლაგებულია საოფისე ფართები, რომლის რეალიზაცია ერთი თვეა რაც დაიწყო. უკვე ამ წლის ივლისში ბიზნეს ცენტრში სათაო ოფისს განათავსებს შამსუნგ Gეორგია და ჩოლლიერს Iნტერნატიონალ-ი. თანდათანობით მათ სხვა საერთაშორისო დონის კომპანიებიც შეუერთდებათ.
presa.ge-ს სტატიიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა იყოს რომელი ექსპერტები აფასებდნენ პროექტის კრიზისულ მდგომარეობას და შემუშავებულ მიდგომებს, რადგან King David-ის წარმომადგენლობას დეტალური ინფორმაციის მისაღებად არც ერთი ექსპერტი არ დაკავშირებია. სამწუხაროა რომ მსგავსი შეფასებები სიტუაციური ანალიზის გარეშე გაკეთდა და პრესა.გე -ს King David-თან დაკავშირების მცდელობაც კი არ ჰქონია.
King David-ი მზადაა შეხვდეს პრესა.გე -ს ექსპერტებს, ჟურნალისტებს და ადგილზე მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია პროექტის დეტალებზე. მოგვაწოდეთ თქვენი კითხვები ნებისმიერ დროს და King David-ი ამომწურავ პასუხებს გაგცემთ თქვენთვის, საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე.
გახსენებთ, 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა რეკლამირების შესახებ ახალი კანონი, რომლის თანახმად უძრავი ქონების ფასი მხოლოდ ლარში გამოიხატება. შესაბამისად, საიტზეც ყველა ფასი მხოლოდ ლარშია მოცემული. გთხოვთ, თქვენს სტატიაში აღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინოთ და ფასებს ლარის ნიშანი მიუწეროთ.
რაც შეეხება ზოგად საფასო პოლიტიკას, King David-ი არის პირველი პრემიუმ კლასის კონდომინიუმის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც დამატებით სასტუმროს სერვისებს სთავაზობს თავის მაცხოვრებლებს. კონცეფციაც და საფასო პოლიტიკაც შესაბამისად არის შემუშავებული. ჩვენი მომხმარებლები წარმოადგენენ მაღალი შემოსავლის მქონე პირებს რომლებიც მუშაობენ კერძო სექტორში წამყვან პოზიციებზე და / ან ფლობენ საკუთარ ბიზნესს.
მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ King David-ის შიდა განვადების და იპოთეკური სესხის კონკურენტული პირობებით.აღსანიშნავია რომ საქართველოში პრემიუმ კლასის პროექტების განხორციელება ცოტა ხანია რაც დაწყებულია.
King David-ი საცხოვრებელ სექტორში პირველია და ამ დროისთვის ბაზარს უკვე დასრულებულ პროდუქტს სთავაზობს. მიუხედავად ამისა King David-ის საფასო დიაპაზონი დედაქალაქის სხვა მშენებარე პრემიალური პროექტების საფასო კატეგორიაში ჯდება. განსხვავებას მხოლოდ ზედა ზღვარის ფასები გვაძლევს რაც პენტჰაუსების და დუპლექსების ღირებულებით არის განპირობებული.
შეჯამების სახით ვიტყვით, რომ King David-ის მრავალფუნქციური კომპლექსი 27 ივნისს ექსპლუატაციაში იქნა მიღებული, ამჟამად დასრულებულია სარემონტო სამუშაოები საზოგადოებრივ სივრცეებში, დერეფნებსა და ჰოლებში, პროექტი პირველი მობინადრეების მიღებისთვის ემზადება და ყველაფერი წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად ხორციელდება".
P.S: presa.ge კიდევ ერთხელ, ამჯერად ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ KING DEVID-ისა და მათი მენეჯმენტის ირგვლივ, რომლის ფარგლებშიც ცხადია, შევხვდებით კომპანიის წარმომადგენლებს და საზოგადოებას მათ პოზიციასაც გავაცნობთ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციისა თუ სტატისტიკის შესახებ.