![ვენესუელის პარლამენტზე თავდასხმა განხორციელდა ვენესუელის პარლამენტზე თავდასხმა განხორციელდა](http://presa.ge/img/multimedia/a68566.jpg)
ვენესუელის პარლამენტზე თავდასხმა განხორციელდა
11:44:56     06-07-2017
ვენესუელის პარლამენტზე თავდასხმა განხორციელდა, რომლის შედეგადაც ხუთი დეპუტატი და პარლამენტის შვიდი თანამშრომელი დაშავდა.
დეპუტატები პასუხისმგებლობას აღნიშნულ თავდასხმაზე პროსამთავრობო დაჯგუფებას აკისრებენ.
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ პარლამენტზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და სამართალდამცავებს მომხადრის გამოძიებისკენ მოუწოდა.
"მე არასოდეს ვიქნები ძალადობის თანამზრახველი, მე ვგმობ ამ ძალადობას და ბრძანება გავეცი, გამოძიება ჩატარდეს. ჩემთვის მიუღებელია ძალადობა, ვინც არ უნდა იდგეს მის უკან“, - განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა.
აპრილის თვიდან ვენესუელაში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების დაწყების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს უფლებამოსილების გაფართოება და პარლამენტის ფუნქციების შემცირება მოხდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს.