ადიგენში 8 წლის ბავშვი და მისი მამიდა არხში დაიხრჩო

  23:25:19     05-07-2017

ადიგენის მუნიციპალიტეტში 8 წლის ბავშვი და მისი მამიდა არხში დაიხრჩო. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ 8 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა, მამიდა წყალში მის საშველად გადახტა და ისიც დინებამ წაიღო. 

შემთხვევა დღეს მოხდა. სასწრაფო დახმარების სამსახურში შეტყობინება 16:44 საათზე შევიდა. 

ადგილობრივების განმარტებით, მცირეწლოვანი ბავშვი სოფელ ხევაშენში ცხოვრობდა და ადიგენში მამიდასთან სტუმრად იმყოფებოდა.

გარდაცვლილები ახალციხის რაიონულ პროზექტურაში არიან გადასვენებული.