![აშშ-მა თურქული ავიაკომპონიის მგზავრებს ბორტებზე ლეპტოპების ატანის აკრძალვა გაუუქმა აშშ-მა თურქული ავიაკომპონიის მგზავრებს ბორტებზე ლეპტოპების ატანის აკრძალვა გაუუქმა](http://presa.ge/img/multimedia/a68547.jpg)
აშშ-მა თურქული ავიაკომპონიის მგზავრებს ბორტებზე ლეპტოპების ატანის აკრძალვა გაუუქმა
18:00:31     05-07-2017
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-მა თურქული ავიაკომპონიის მგზავრებს, Turkish Airlines და Emirates ბორტებზე ლეპტოპების ატანის აკრძალვა გაუუქმა.
აღსანიშნავია, რომ მარტში, აშშ-მა ლაპტოპები და სხვა მსხვილი ელექტრონული მოწყობილობების ბორტზე ატანა აკრძალა, მიზეზად კი მათში ბომბის არსებობის საშიშროება დაასახელეს. ეს აკრძალვა ძირითადად მუსლიმური ქვეყნების მგზავრებს ეხებოდათ.
ამჯერად კი Turkish Airlines-ის ცნობით, მგზავრები, რომლებიც ამ ავიაკომპანიის საშუალებით, კონკრეტულად კი ათა თურქის აეროპორტიდან აშშ-ში მიემგზავრებიან, უკვე შეუძლიათ ბორტზე ელექტრონული მოწყობილობები იქონიონ.
Emirates-ის განცხადებით, კი აშშ-ს მიერ შემოღებული აკრძალვის შემდეგ, ავიაკომპანიის მიმართ დაწესებული შეზღუდვების მოსახსნელად და ბორტზე უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად, შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო.
ახალი წესის გათვალისწინებით პირველი რეისი შტატებში უკვე განხორციელდა.