სუს-ის თანამშრომელზე თავდასხმისთვის სოფელ ბირკიანში მცხოვრები სპარტაკ ბორჩაშვილი დააკავეს
10:36:13     05-07-2017
მუქარისა და ნივთის დაზიანების მუხლებით წაუყენეს ბრალი სოფელ ბირკიანში მცხოვრებ სპარტაკ ბორჩაშვილს, სოფელ ძიბახევში მომხდარ ფაქტზე. გავრცელებული ინფორმაციით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ვანო ცხადაძეს მანქანა დანით დაუზიანა, ისმოდა მუქარაც.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ცხადაძე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სამსახურებრივი ავტომობილით მოძრაობდა. ერთ-ერთი ვერსიით, ბორჩაშვილი ცხადაძეს სამსახურის დაკარგვაში ადანაშაულებდა. იგი პანკისის ხეობაში ტყის მცველად ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. ბორჩაშვილი პოლიციამ ინციდენტიდან რამდენიმე საათში დააკავა.
„გამოძიება მიმდინარეობს მუქარის და ნივთის დაზიანების მუხლებით, არავითარ თავდასხმაზე ლაპარაკი არ არის. დაკავება იყო უკანონო, ეს სასამართლოში აღინიშნა, იმიტომ, რომ დაკავება ხდება სულ სხვა მდგომარეობაში. ეს თვითონ მივიდა ბოდიშის მოსახდელად ამ პიროვნებასთან, პოლიციაში გამოცხადდა და მაგათ დააკავეს“, - განაცხადა სპარტაკ ბორჩაშვილის ადვოკატმა ავთო ზუბაშვილმა.