ტარანტინო ვესტერნის ჟანრს უბრუნდება

  10:55:58     03-05-2011

კვენტინ ტარანტინომ ახალი ფილმის “Django Unchained” – ის სცენარი დაასრულა. “დედლაინის” ცნობით, ხმები იმის შესახებ, რომ ტარანტინოს ახალი პროექტი ვესტერნი იქნებოდა, თითქმის გამართლდა.

მცირე ხნის წინ, რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა განაცხადა, რომ ფილმის შექმნას საუზერნის ჟანრში გეგმავს, რომელიც ვესტერნის ვარიაციაა და მოქმედება აშშ-ის სამხრეთ შტატებში, მონობის პერიოდში მიმდინარეობს. 2011 წლის მარტში, ეს ინფორმაცია უმა თურმანმაც დააადასტურა.

 

კვენტინ ტარანტინოს უკანასკნელი ფილმი, ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა. კინოსურათში მთავარ როლებს ბრედ პიტი, კრისტოფ ვალცი, მელანი ლორანი, ელაი როტი, მაიკლ ფასბენდერი და სხვები ასრულებენ. ვალცმა ამ ფილმში შესრულებული როლისათვის, “ოსკარიც” მიიღო, როგორც მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა.