სამტრედიაში ახალგაზრდა ქალმა მეზობლის დაყაჩაღება სცადა

  11:00:17     04-07-2017

ინციდენტი მოხდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშში. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა მეზობლის დაყაჩაღება სცადა.

დაზარალებულების განცხადებით, ქალი ნიღბით იყო, თუმცა, მათ ნიღბის ჩამოხსნა მოახერხეს. დაზარალებულები ირწმუნებიან, რომ ქალმა ამჯერად ვერაფერი წაიღო, თუმცა, იქამდე 600 ლარი მოპარათ.

შსს-ს ცნობით, ქალი ცხელ კვალზე დააკავეს და გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.