ნაცისტი სამხედრო დამნაშავეები ბალტიისპირეთში
10:52:11     03-05-2011
სიმონ ვიზენტალის ცენტრმა, იმ ცხრა ქვეყნის სია გამოაქვეყნა, სადაც ნაცისტების დროს ჩადენილი დანაშაულებისათვის, სამხედრო დამნაშავეებს პასუხი არ უგიათ. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს. ამ სიაში მოხვდნენ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, ასევე ავსტრია.
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის დამნაშავე ზოგიერთი გერმანელი სამხედროს საქმეების გამოძიება, ამ ქვეყნებში ან დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ მოხდა, ან იდეოლოგიური გადაწყვეტილებების მიზეზით. ორგანიზაციამ ეს ინფორმაცია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემის დღეს გაავრცელა.
სიმონ ვიზენტალის ცენტრი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მოღვაწეობაც ადამიანთა უფლებების დაცვისკენაა მიმართული. ეს ორგანიზაცია ასევე დაინტერესებულია ტერორიზმთან ბრძოლით, ანტისემიტიზმის პრობლემებით და ჰოლოკოსტის შესწავლით.