ახალი კანონპროექტი რეზერვის შესახებ

  10:49:37     03-05-2011

დღეს საქართველოს პარლამენტი “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” კანონპროექტს განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, პირს, რომელსაც სამხედრო სავალდებული სამსახური გავლილი არ აქვს, მაგრამ თუნდაც ერთხელ, 2007-2008 წლებში სამხედრო სარეზერვო შეკრება გაიარა, სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება. მათ მინიჭებათ რიგითის წოდება და რეზერვში ჩაირიცხებიან.

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის სარეზერვო სამსახური ერთჯერადად სავალდებულოა, მაგრამ თუ აღნიშნული პირები დამატებით კიდევ ორი ვადით სამხედრო სამსახურის სურვილს გამოთქვამენ, მათ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ და ინდივიდუალურ რეზერვში ჩაირიცხებიან.