გერმანიაში ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა
14:37:55     03-07-2017
გერმანიაში, სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა, რომლის შდეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას ბავარიის პოლიცია ადასტურებს.
რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება, პოლიციელების განცხადებით, დაკარგულები სავარაუდოდ დაღუპულები არიან. რამდენიმე დაშავებული კი მძიმე მდგომარეობაშია.
ავარიის დროს ავტობუსში 48 მგზავრი იმყოფებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, რის შედეგადაც მოხდა შეჯახება. აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ნელა მოძრაობდა.
ამჟამად ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები, სასწრაფო დახმარების მანქანები და რამდენიმე ვერტმფრენიც. პოლიციამ საავტომობილო გზა გადაკეტა.