ანომალიური სიცხეები ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში

  14:01:23     03-07-2017

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე  ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. შესაძლოა ჰაერის ტემპერატურამ 40°-ს მიაღწიოს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებშიც  გაუსაძლისი სიცხეები ფიქსირდება, ამ მხრის გამოირჩევა საბერძნეთი, სადაც 45.9 გრადუსს აღწევს ტემპერატურა, სიცხეს ებრძვის ბულგარეთისა და რუმინეთის მოსახლეობაც. 

სოფიაში  ცხელ ამინდს მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 5 ადამიანი, 180-ზე მეტს, მათ შორის ბავშვებს, კი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდათ.  რეკორდული სიცხეებია თურქეთში, მაკედონიაში, ალბანეთსა და ხორვატიაშიც. 

გაუსაძლისი სიცხის გამო ორივე ქვეყნის   შესაბამისმა სამსახურებმა უკვე გაავრცელეს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა ასეთ ამინდში.