საფრანგეთის პოლიციამ ემანუელ მაკრონის მკვლელობის დაგეგმვისთვის ერთი პირი დააკავა

  13:08:35     03-07-2017

საფრანგეთში სამართალდამცველებმა, ის პიროვნება დააკავეს, რომელიც მისივე თქმით ემანუელ მაკრონის მოკვლას აპირებდა.

აღნიშნული პიროვნება ულტრამემარჯვენეების წარმომადგენელია, რომელმაც ინტერნეტში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერს, რომ ემანუელ მაკრონის მოსაკლავად „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატის ყიდვას აპირებდა, მაშინ ,როცა ის საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის აღლუმზე მივიდოდა.

ეს  ინფორმაცია ინტერნეტ-მომხმარებლებმა საფრანგეთის პოლიციის სპეციალურ საიტს მიაწოდა, რომელიც  ინტერნეტ-სივრცეში ექსტრემისტური შინაარსის მესიჯების მონიტორინგს ახდენს .

აღსანიშნავია, რომ დაკავებული  2016 წელსაც  ტერორიზმის პროპაგანდაში იყო ბრალდებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირი 23 წლისაა, უმუშევარი, რომელიც ქალაქ არჟანტოიში ცხოვრობს. ის 1-ელ ივლისს დააკავეს. დაკავებისას მან პოლიციის თანამშრომლებს  წინააღმდეგობა გაუწია.