ტრამპმა საუდის არაბეთის, ყატარისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ლიდერებთან სატელეფონო საუბრაი გამართა
12:00:15     03-07-2017
დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის, ყატარის და არაბთა გაერთიანებული საემიროების ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომელიც ყატარის კრიზისს ეხებოდა.
თეთრმა სახლმა საუბრის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: „დონალდ ტრამპმა მათთან საუბრისას, ტერორიზმის დაფინანსების შეწყვეტაზე ისაუბრა, ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ერ-რიადის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად“.
აღსანიშნავია, რომ ბაჰრეინმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ეგვიპტემ, იემენმა, ლიბიის დროებითმა მთავრობამ, მალდივის რესპუბლიკამ და მავრიკიმ 5 ივნისს, ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. მათ დოჰა ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყატარმა უნდა შეწყვიტოს ექსტრემისტური ორგანიზაციების დაფინანსება.
„სამწუხაროდ, ყატარი ოდითგანვე დაკავებული იყო ტერორიზმის დაფინანსებით, მე რექს ტილერსონთან, ჩვენს გენერალებთან და სამხედროებთან ერთად გადაწყვეტილება მივიღე, რომ დადგა დრო ყატარს მოვუწოდოთ, შეწყვიტოს ექსტრემისტური იდეოლოგიის დაფინანსება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.