საფრანგეთში მეჩთიდან გამოსულ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს

  11:14:47     03-07-2017

საფრანგეთში მეჩეთიდან გამოსულ ადამიანებს ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა კაცმა  ცეცხლი გაუხსნა. შემთხევვა  ქალაქ ავინიონში მოხდა. სროლის დროს დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის არის 7 წლის ბავშვიც.

სამართალდამცველები  მომხდარს ტერორისტულ აქტად არ აფასებენ,  ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ახალგაზრდებს შორის წარმოქმნილ კონფლიქტს უკავშირდება.

თუმცა ტერაქტის ვერსია გამოძიების დროს მაინც განიხილება.

თავდამსხმელები მომხდარის შჭემდეგ მიიმალნენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.