![თეთრი სახლი ამერიკულ მედიას აკრიტიკებს თეთრი სახლი ამერიკულ მედიას აკრიტიკებს](http://presa.ge/img/multimedia/a68357.jpg)
თეთრი სახლი ამერიკულ მედიას აკრიტიკებს
14:17:18     30-06-2017
თეთრი სახლის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა ამერიკული მედია გააკრიტიკა, მისი თქმით მედია საშუალებები საეთერო დროს რუსეთთან კავშირებზე ყალბ ინფორმაციას უთმობენ.
„მაისიდან ივნისის ჩათვლით, რუსეთთან კავშირებზე სიახლეებს 70-ჯერ მეტი დრო დაეთმო, ვიდრე სიახლეებს ეკონომიკის თემაზე“, -განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა მასალას რამდენ დროს უთმობს მედიასაშუალება Media Research Center-ის საიტი აქვეყნებს. მათი მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტის საქმიანობის გაშუქების დროის 55% რუსეთთან კავშირებს ეთმობა.