ჩაქვში 17 წლის გოგო დაიხრჩო

  00:25:45     30-06-2017

დაბა ჩაქვში, მდინარე ჩაქვისწყალსა და ზღვის შესართავთან 17 წლის გოგო დაიხრჩო. 

არსებული ინფორმაციით, და-ძმა მდინარეში ბანაობდა, რა დროსაც მდინარის დინებმა მოზარდები ზღვაში გაიყოლა. 8 წლის ბიჭი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს, გოგო კი დაიხრჩო. 

გარდაცვლილი პროზექტურაშია გადასვენებული.