ტერაქტი დონეცკში - უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა

  21:44:12     29-06-2017

დონეცკის ცენტრში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

აფეთქება ვაჭრობის უნივერსიტეტთან მოხდა. ნაწილობრივ განადგურდა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი და ბიბლიოთეკა. 

დონეცკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ინციდენტს ტერაქტი უწოდა. 

არიან დაზარალებულებიც. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.