ავტომობილების არასწორი პარკირებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 20 ლარამდე აღარ გაიზრდება
18:35:15     29-06-2017
„დგომა აკრძალულია“ / „გაჩერება აკრძალულია“ ნიშნების დაუმორჩილებლობისთვის 20 ლარამდე რამდენიმე დღის წინ გაზრდილი ჯარიმა პარლამენტმა დღეს ისევ გააუქმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კი გულისხმობს იმას, რომ ავტომობილების არასწორი პარკირებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 20 ლარამდე აღარ გაიზრდება და ძალაში არსებული 10-ლარიანი ჯარიმა დარჩება.
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ ცვლილებას კენჭი მესამე მოსმენით უყარეს.
ცვლილება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილს ეხება, დაჩქარებული წესით მიიღეს, რადგან ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ისევ შემცირების შემთხვევაში, მერიას„სითი პარკისთვის“ კომპენსაციის გადახდა მოუწევდა.