ერდოღანს გერმანიაში მცხოვრები თურქებისთვის სიტყვით მიმართვაზე უარი უთხრეს
18:33:58     29-06-2017
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გერმანიაში მცხოვრები თურქებისთვის სიტყვით მიმართვის თხოვნაზე უარი უთხრა.
გერმანიის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიფ ერდოგანისთვის შეუსაბამო იქნებოდა გერმანიაში მომავალი კვირიანი სამიტის დროს გერმანიაში გასაუბრება.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, რომელიც ჰამბურგში 7-8 ივლისს არის დაგეგმლი, გერმანიაში მცხოვრები თანამემამულეებისთვის სიტყვით მიმართვას გეგმავდა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გერმანია ერდოღანს გერმანიაში მცხოვრები თურქებისთვის სიტყვით მიმართვის უფლებას არ აძლევს.გერმანულ-თურქული ურთიერთობები კვლავ დაძაბულია.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სიგმარ გაბრიელის განცხადებით, -„გერმანიის კონსტიტუცია ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლებას გვაძლევს".
26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის მთავრობამ თურქეთის პრეზიდენტის დაცვის წევრებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
გერმანიის სპეცსამსახურები შიშობენ, რომ ერდოღანის გერმანიაში ჩასვლამ შესაძლოა მის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს.