კიევში „კანონიერი ქურდი“ „მანჩო ზუგდიდსკი“ დააკავეს

  16:07:15     29-06-2017

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრის ცნობით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „კანონიერი ქურდი“ „მანჩო ზუგდიდსკი“ დააკავეს.

„სპეცსამსახურის ოპერმუშაკებმა კიევში „მანჩო ზუგდიდსკი“ დააკავეს, რომელიც ადგილობრივ კრიმინალებთან გავლენათა სფეროების გადანაწილების განსახილველად ჩამოვიდა“, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

„მანჩო ზუგდიდსკი“ ოდესაში 2014 წლიდან ცხოვრობდა და ერთ-ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას უწევდა კოორდინირებას. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კანონიერი ქურდი უკრაინის ტერიტორიიდან გააძევეს.