ერაყის არმიამ ქალაქი მოსული ტერორისტებისგან გაანთავისუფლა

  15:37:03     29-06-2017

სამთავრობო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ალ-ნურის მეჩეთის ტერიტორიიდან განდევნეს.

 რადიკალი ისლამისტები ქალაქს სამი წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ.  ამჯერად კი მათ ყველა რაიონზე დაკარგეს კონტროლი, ერაყის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების დიდი ნაწილი განადგურებულია და სროლას ამ დროისთვის მხოლოდ 5 ჯიჰადისტი აგრძელებს. 

ამ დროისთვის ქალაქში გამნაღვითი სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან ვარაუდობენ, რომ რადიკალმა ისლამისტებმა ტერიტორიის ნაწილი დანაღმეს. 

ასევე ცნობილი გახდა, რომ  ერაყის არმიამ ალ-ნურის მეჩეთის უბანი გაათავისუფლა. ეს ის ადგილია, სადაც ისლამისტებმა ე.წ. სახალიფოს შექმნა  გამოაცხადეს. 

მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ საცხოვრებელი 350 ათასამდე ადამიანმა დატოვა.