![აშშ-მა, შესაძლოა, სირიაზე იერიში მიიტანოს აშშ-მა, შესაძლოა, სირიაზე იერიში მიიტანოს](http://presa.ge/img/multimedia/a68292.jpg)
აშშ-მა, შესაძლოა, სირიაზე იერიში მიიტანოს
12:07:26     29-06-2017
ტელეკომპანია CNN-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც აშშ-ს სამხედრო ხომალდების სირიაზე შესაძლო თავდასხმას გულისხმობს.
როგორც წყარო აცხადებს, ჯერჯერობით სირიაზე შეტევა არ იგეგმება, თუმცა აშშ-ს სამხედროები მუდმივად უთვალთვალებენ სირიაში მდებარე შაირათის ავიაბაზას, რადგან ვაშინგტონის ვარაუდით სირიიდან ქიმიური თავდასხმის საშიშროება არსებობს.
მოგეხსენებათ, 27 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სირია კიდევ ერთი ქიმიური თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა. თეთრმა სახლმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი გააფრთხილა, რომ თუკი ასეთ შეტევას განახორციელებს, მას და მის სამხედროებს ეს ძვირად დაუჯდებათ.