ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის სამართალდამცავებმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
14:50:29     28-06-2017
ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის სამართალდამცავებმა ორგანოებმა მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში და გერმანიაში ექვსი ადამიანი დააკავეს, მათ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ადანაშაულებენ. დანაშაულებრივი ჯგუფები რეკრუტირებითა და პროპაგანდით იყვნენ დაკავებულები.
გამოძიება 2015 წელს დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, თუ როგორ არწმუნებენ ესპანეთში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს სირიაში გაემგზავროს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რეკრუტირებით დაკავებული იყო იმამი, რომელთან მიმართებაში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გამოძიება ტარდებოდა და რომელიც დიდ ბრიტანეთში დააკავეს.